პირადი მცველი
შპს "ვეზირი" იწყებს კანდიდატების შერჩევას პირადი მცველის პოზიციაზე დასაქმების მიზნით.
ვაკანტური ადგილ(ებ)ის რაოდენობა: 10 (ათი)
დასაქმების სავარაუდო თარიღია: 01/08/2026
დასაქმების პირობები:
- სამუშაო ადგილი: სამუშაო მოიაზრებს დასაცავი ფიზიკური პირის თანხლებას, შესაბამისად მუდმივად ცვალებადია.
- სამუშაო საათები: სტანდარტული გრაფიკი - 2 დღე დღის ცვლა 12 საათიანი მორიგეობა დილიდან საღამომდე შემდეგ 2 დღე-ღამე დასვენება, თუმცა სამუშაო საათები მორგებულია დასაცავი ფიზიკური პირის გრაფიკსა და მოთხოვნებზე და შესაძლოა, შეიცვალოს პერიოდულად. ცვლილების შესახებ დასაქმებულს ეცნობება წინასწარ;
- ანაზღაურება: დღიური ანაზღაურება გამომუშავებით
- დაზღვევა: დაზღვევის ინდივიდუალური პაკეტი კომპანიის ხარჯზე;
- ხელშეკრულების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, გამოსაცდელი ექვსი თვის ვადით. შემდგომში ვადის გაგრძელების პერსპექტივით.
ძირითადი მოვალეობები:
- დაცვის ქვეშ მყოფი პირის თანხლება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
- მარშრუტების დაგეგმვა და წინასწარი შემოწმება.
- ლოკაციის წინასწარი შემოწმება.
- პოტენციური რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებების ჩატარება.
- საეჭვო ქცევის იდენტიფიცირება: ხალხმრავალ ადგილებში უცნაური ან აგრესიული ქცევის მქონე პირების დროული შემჩნევა.
- სამედიცინო დახმარება: იმოქმედოს მისი შესაძლებლობების ფარგლებში ექიმების მოსვლამდე კლიენტის ჯანმრთელობის გაუარესების ან ტრავმის დროს.
- კრიზისების მართვა: ხანძრის, მიწისძვრის ან სხვა ფორსმაჟორული სიტუაციების დროს პანიკის გარეშე მოქმედება.
ძირითადი მოთხოვნები:
1. განათლება, სერტიფიკატები და გამოცდილება:
- სპეციალური მომზადების კურსები: პირადი დაცვის კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
- სამედიცინო მომზადება: პირველადი გადაუდებელი დახმარების და ხანძარსაწინააღმდეგო სწავლების სერტიფიკატი და პრაქტიკული ცოდნა.
- გამოცდილება: უპირატესობა თითქმის ყოველთვის ენიჭებათ პირებს, რომლებსაც აქვთ სამხედრო სამსახურის, სამართალდამცავ უწყებებში ან სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მუშაობის გამოცდილება.
- ცვლიან რეჟიმში მუშაობის გამოცდილება.
- სასურველია: უცხო ენების, განსაკუთრებით ინგლისური ენის საშუალო დონეზე ფლობა.
- საბაზისო კომპიუტერული უნარ-ჩვევები - საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Windows, MS Office აპლიკაციები - Word, Excel, Access Outlook); უპირატესობად ჩაითვლება ელექტრონულ და კომპიუტერულ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება.
- წერითი და ზეპირი კომუნიკაციის გამართული უნარები.
2. ფიზიკური მომზადება და პროფესიული უნარები:
- საბრძოლო ხელოვნების უნარები.
- ფიზიკური მომზადება.
- ავტომობილის მართვის მოწმობა და ექსტრემალური მართვის უნარები.
3. ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური თვისებები:
- სიტუაციური ცნობიერება.
- სტრესის მართვა და ცივი გონება.
- კონფლიქტების დეესკალაცია.
- თვითკონტროლი და ანალიტიკური აზროვნების უნარი.
4. პიროვნული და ეთიკური სტანდარტები
- კონფიდენციალურობის დაცვა.
- პუნქტუალურობა და დისციპლინა.
- რეპუტაცია და წარსული.
- ტაქტის გრძნობა და ეტიკეტი.
- ემპათია და ადაპტაციის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 1 აგვისტო.
დასაქმებულის უფლებები: შპს ვეზირში დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც. დასაქმებულის ყველა უფლება კანდიდატს განემარტება გასაუბრების პროცესში.