პირადი მძღოლი
TD Construction აცხადებს ვაკანსიას პირადი მძღოლის (2 პოზიცია) პოზიციაზე.
ვეძებთ ორ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და გამოცდილ პირად მძღოლს, რომლებიც იმუშავებენ მონაცვლეობითი (ყოველ მეორე დღეს) გრაფიკით.
მოვალეობები:
- ხელმძღვანელის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფა;
- ავტომობილის სისუფთავისა და ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
- მარშრუტების დაგეგმვა;
- საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა დავალების შესრულება.
სამუშაო სპეციფიკა:
- დღის განმავლობაში შესაძლოა იყოს 2-3-საათიანი შესვენებები, როდესაც მძღოლი თავისუფალია.
- ამ პერიოდში მძღოლს არ მოეთხოვება ავტომობილში ან ეზოში ლოდინი.
- უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელიც საბურთალოს ან ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს, რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლოს მოკლე დროში დაბრუნება და სამუშაოს გაგრძელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- ავტომობილის მართვის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
- საგზაო მოძრაობის წესების სრულყოფილი ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და დისციპლინა;
- მოწესრიგებული გარეგნობა, ჰიგიენის დაცვა.
- კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
- ნასამართლეობის არქონა.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით