პირადი/კორპორატიული მძღოლი
იურიდიული კომპანია "ქეი ქეი ენდ პარტნერსი" (KK & Partners) აცხადებს ვაკანსიას პირადი/კორპორატიული მძღოლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- კომპანიის ხელმძღვანელის, თანამშრომლებისა და ხელმძღვანელის ოჯახის წევრების (განსაზღვრულ დროს) უსაფრთხო და კომფორტული ტრანსპორტირება;
- დამსაქმებელთან მუდმივი და ოპერატიული კომუნიკაცია დავალებების მისაღებად და შესასრულებლად;
- სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურად გამართულ და სუფთა/მოწესრიგებულ მდგომარეობაში მუდმივი შენარჩუნება;
- ავტომობილის დაზიანების ან შეკეთების საჭიროების შემთხვევაში დამსაქმებლის დაუყოვნებლივი ინფორმირება; სარემონტო სამუშაოების დროული და ხარისხიანი ჩატარების ორგანიზება;
- ავტომობილის გეგმური ტექნიკური დათვალიერებისათვის (ინსპექტირებისთვის) მომზადება და დადგენილ ვადებში გავლა;
- საგზაო მოძრაობის წესებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით, მკაცრი დაცვა;
- გადაადგილების მარშრუტების დაგეგმვა, კონტროლი და ცვლილებებზე (საცობები, ალტერნატიული გზები) სწრაფი რეაგირება;
- უშუალო ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის მითითებების შესრულება; ნებისმიერი ფინანსური გადაწყვეტილების დამსაქმებელთან წინასწარ შეთანხმება.
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი;
- ანაზღაურება: 2 000 ლარი (ხელზე ასაღები / Net).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მართვის მოწმობა (B კატეგორია);
- მძღოლად მუშაობის გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება პირად ან კორპორაციულ მძღოლად მუშაობის გამოცდილება);
- საგზაო მოძრაობის წესების სრულყოფილი ცოდნა და უსაფრთხო ტარების უნარი;
- პუნქტუალურობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კონფიდენციალურობის დაცვა.