პირადი დაცვის თანამშრომელი — კახური ტრადიციული მეღვინეობა

კახური ტრადიციული მეღვინეობა — ლოგო
კახური ტრადიციული მეღვინეობა

პირადი დაცვის თანამშრომელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას პირადი დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის ხელმძღვანელის პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყოველდღიურ საქმიანობასა და გადაადგილების დროს;
  • ხელმძღვანელის თანხლება შეხვედრების, მივლინებების, ღონისძიებებისა და ოფიციალური ვიზიტების დროს;
  • გარემოსა და პოტენციური რისკების მუდმივი შეფასება და პრევენციული ზომების მიღება;
  • უსაფრთხო გადაადგილების მარშრუტების დაცვა და საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული მარშრუტების გამოყენება;
  • საგანგებო ან კრიზისულ სიტუაციებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება;
  • უსაფრთხოების პროტოკოლებისა და კონფიდენციალურობის სტანდარტების დაცვა;
  • დაცვის ხელმძღვანელთან მუდმივი კოორდინაცია და ყოველდღიური დავალებების შესრულება;
  • საჭიროების შემთხვევაში სტუმრებისა და მნიშვნელოვანი პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პირადი დაცვის, უსაფრთხოების ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია გამოცდილება სამხედრო, სამართალდამცავ ან სპეციალურ დანიშნულების სტრუქტურებში;
  • კარგი ფიზიკური მომზადება;
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია);
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;
  • სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი სტანდარტი;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას;
  • პროფესიულ გარემოს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.