პერსონალური მომსახურების მენეჯერი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას პერსონალური მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება; უპირატესობა მიენიჭება საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულების კურსდამთავრებულებს;
- საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
- გამართული ვერბალური უნარები;
- საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.
ძირითადი ფუნქციები:
- პაციენტების რეგისტრაცია კლინიკის შიდა პროგრამაში;
- პაციენტებთან გასაუბრება, მათი საჭიროებების განსაზღვრა და სერვისის შეთავაზება;
- კლინიკის სერვისებზე ჩაწერლი პაციენტების კურირება (სერვისების მიღების ორგანიზება, დაგეგმარება, თანხლება).
პიროვნული თვისებები:
- განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გულისხმიერება, თავაზიანობა;
- აკურატულობა, ორგანიზებულობა;
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.