პაციენტთა გადამყვანი / რეინჯერი — დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი — ლოგო
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი

პაციენტთა გადამყვანი / რეინჯერი

შეთანხმებით ახალი ქუთაისი · ადგილზე სრული განაკვეთი

„დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას პაციენტთა გადამყვანის (რეინჯერი) პოზიციაზე.

„დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი” ვიანის ქსელში შემავალი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალია, სადაც ნებისმიერი ასაკის პაციენტისთვის (ნეონატალური, პედიატრიული და მოზრდილთა) სრული ამბულატორიული და სტაციონარული სამსახურია ხელმისაწვდომი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. N83

სამუშაო გრაფიკი: სრული, 8 საათიანი 5 სამუშაო დღე, ან 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს.

ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტის უსაფრთხო ტრანსპორტირება ჰოსპიტლის შიდა სივრცეში: დიაგნოსტიკურ-ლაბორატორიულ კვლევებზე, საოპერაციოსა და პალატაში;
  • პაციენტის ასისტირება საჭიროების შემთხვევაში;
  • პაციენტის გადაწვენა საწოლიდან საწოლზე, გადატრიალება და დახმარება;
  • უშუალო უფროსისა და კოორდინატორის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან და გამომდინარეობს აღნიშნული პოზიციის კონტექსტიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულო საშუალო განათლება;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო სფეროში.

დამატებითი მოთხოვნები:

  • ყურადღება და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად გამოყენება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.