პაციენტთა გადამყვანი- ქუთაისი — ადეიშვილის ცენტრალური ჰოსპიტალი

ადეიშვილის ცენტრალური ჰოსპიტალი

პაციენტთა გადამყვანი- ქუთაისი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ადეიშვილის ცენტრალური ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას მორიგე პაციენტთა გადამყვანის (რეინჯერის) პოზიციაზე.

ადეიშვილის კლინიკების ქსელი დასავლეთ საქართველოში წარმოდგენილია 11 ფილიალით და აქტიურად ავითარებს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამედიცინო პროექტს რეგიონში — ადეიშვილის ცენტრალურ ჰოსპიტალს.

სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.ქუთაისი, ზ.გამსახურდიას პირველი შესახვევი N15

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გუნდს;
  • თანამედროვე სამედიცინო გარემოში მუშაობას;
  • წინასწარ განსაზღვრულ სამუშაო გრაფიკს;
  • ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტთა უსაფრთხო ტრანსპორტირება ჰოსპიტლის შიდა სივრცეში (საკაცით ან ეტლით);
  • პაციენტის გადაწვენა საწოლიდან საწოლზე, გადატრიალება და დახმარება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც დაკავშირებული არის მის საქმიანობასთან.

საჭირო უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • წესებისა და პროცედურების დაცვა;
  • ოპერატიულობა და ორგანიზებულობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.