პაციენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი — კლინიკა რეიმანი

კლინიკა რეიმანი — ლოგო
კლინიკა რეიმანი

პაციენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კლინიკა „რეიმანი“ აცხადებს ვაკანსიას პაციენტებთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პაციენტებთან გულთბილი შეხვედრა, მათთან პროფესიულ, გასაგებ ენაზე საუბარი;
  • პაციენტის მიღება, პროგრამაში რეგისტრაცია და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
  • აქტიური მოსმენა და ეფექტური რეაგირება;
  • პაციენტებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება საჭიროებისამებრ;
  • სალაროს ოპერაციების განხორციელება: თანხის მიღება და გაცემა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება, სალაროს ჩაბარება და გადაბარება;
  • დღის ბოლოს სალაროს დახურვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • ტექნიკური საკითხების მონიტორინგი და რეაგირება საჭიროებისამებრ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ჩაითვლება უპირატესად);
  • სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად)

ცოდნა, უნარები:

  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • საოფისო პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
  • დროის მენეჯმენტი;
  • კომუნიკაბელურობა , პუნქტუალურონა, ორგანიზებულობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო გრაფიკი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზ.ანჯაფარიძის 1 შეს. N3. (საბურთალო), ისანი, არტურ ლაისტის #1, გლდანი, მ. ნოზაძის #12

შერჩევის ეტაპები:

  • მიღებული რეზიუმეების გადარჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.