პაციენტებთან ურთიერთობის კოორდინატორი
კალანტაროვის კლინიკა, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის ცენტრი, დაფუძნებულია პროფესიონალიზმზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გივი ჟვანიას ქ. N4
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი
პოზიცია: პაციენტებთან ურთიერთობის კოორდინატორი
ფუნქცია-მოვალეობები:
- პაციენტების მიღება, ინფორმაციის მიწოდება და მათთვის საჭირო სერვისების შესახებ კონსულტაციის გაწევა
- პაციენტების ვიზიტების, კონსულტაციების, კვლევებისა და პროცედურების დაგეგმვა და კოორდინაცია
- პაციენტებთან სატელეფონო, ელექტრონული და პირადი კომუნიკაციის უზრუნველყოფა
- პაციენტების შეკითხვების, მოთხოვნების მიღება, განხილვა და შესაბამისი რეაგირების ორგანიზება
- პაციენტების კმაყოფილების მონიტორინგი და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება
- სამედიცინო პერსონალსა და პაციენტებს შორის ეფექტური კომუნიკაციის ხელშეწყობა
- პაციენტების მონაცემების კონფიდენციალურობისა და პერსონალური ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
- სამედიცინო მომსახურების პროცესში პაციენტების ინფორმირება დაგეგმილი ვიზიტების, კვლევებისა და მკურნალობის ეტაპების შესახებ
- პაციენტების ნაკადის მართვა და მომსახურების პროცესის შეუფერხებლად წარმართვის ხელშეწყობა
- საჭირო ანგარიშების, სტატისტიკური მონაცემებისა და დოკუმენტაციის წარმოება უშუალო ხელმძღვანელის მოთხოვნის შესაბამისად
- კლინიკის შიდა რეგულაციების, ხარისხის სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დაცვა
- პაციენტებთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია კლინიკის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- სასურველია 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
- ქართული ენის ძალიან კარგი ცოდნა
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- პრობლემებზე დროულად რეაგირების უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პუნქტუალურობა
შერჩევის ეტაპები:
- დოკუმენტაციის გადარჩევა
- ინდივიდუალური გასაუბრება
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ, როგორც კანდიდატი, ადასტურებთ, რომ ეთანხმებით თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
გაცნობებთ, რომ მონაცემები დამუშავდება მხოლოდ დასაქმების პროცესის ფარგლებში და არ შეინახება 3 (სამ) წელზე მეტი ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იარსებებს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოითხოვოთ მონაცემების განახლება, წაშლა ან/და შეზღუდვა.