პასტერიზატორის ოპერატორი
ხილის და ბოსტნეულის წვენის მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწარმოს დამხმარე პერსონალის, კერძოდ კი პასტერიზატორის ოპერატორის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თელავი
ძირითადი მოვალეობები:
- ნატურალური წვენების წარმოების პროცესებში აქტიურად მონაწილეობის მიღება;
- პასტერიზატორთან და სხვა ელექტრო დანადგარებთან მუშაობა, ამ დანადგარების მართვის პროცესში ჩართულობა;
- წარმოების უფროსის დავალებების შესრულება;
- კომპანიის საწარმოო სტანდარტების და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
მოთხოვნები:
- საშუალო განათლება;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება წარმოებაში;
- ორგანიზებულობა და დისციპლინა;
- გუნდში მუშაობის უნარი.