პარტნიორული ქსელის განვითარების სპეციალისტი
WST - ტურისტული კომპანია, რომელიც უკვე 13 წელია ქმნის დაუვიწყარ მოგზაურობებს. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს როგორც შიდა ტურებს, ისე საერთაშორისო მოგზაურობებს სხვადასხვა მიმართულებით. WST-ის ოფისები თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარეობს და მომხმარებელზე ორიენტირებულ, კომფორტულ და ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს.
"WST" აცხადებს ვაკანსიას პარტნიორული ქსელის განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე.
ჩვენი გუნდი ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც დაეხმარება კომპანიას პარტნიორული ქსელის გაფართოებაში, ტურისტული პროდუქტების ეფექტურ წარდგენასა და გაყიდვების ზრდაში.
ადგილმდებარეობა: თბილისი
გრაფიკი: სრული
მოვალეობები:
- კომპანიისა და მისი ტურისტული პროდუქტების პრეზენტაციას პარტნიორებთან და პოტენციურ კლიენტებთან;
- არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებას;
- ახალი პარტნიორების მოძიებას და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნას;
- შეხვედრების ორგანიზებასა და მოლაპარაკებების წარმოებას;
- კომერციული შეთავაზებების მომზადებასა და წარდგენას;
- გაყიდვების პროცესის მართვას და გაყიდვების მიზნების შესრულებას;
- ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგს;
- პარტნიორებისგან მიღებული უკუკავშირის ანალიზს და შესაბამისი ინიციატივების შეთავაზებას.
რას ველოდებით კანდიდატისგან?
- გაყიდვების, ბიზნეს განვითარების, კლიენტებთან ან პარტნიორებთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას;
- ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნას;
- რუსული ენის სამუშაო დონეზე ცოდნას;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარს;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და ინიციატივების განხორციელების უნარს;
- პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას;
- ტურიზმის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ?
- შესაძლებლობას, გახდეთ მზარდი ტურისტული კომპანიის გუნდის წევრი;
- საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო პროცესს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსურ სისტემას (შედეგების მიხედვით);
- მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს.