პარტნიორ კურიერებთან/მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი
ლოჯისტიკური კომპანია "Golden Way Logistics" ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან პარტნიორ კურიერებთან/მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტს
სამუშაო ფორმატი: დისტანციური
სამუშაო გრაფიკი: ცვლადი: დღის და საღამოს ცვლები (კვირაში 40 საათი, ორშაბათი-შაბათი)
სამუშაოს აღწერა:
- კომუნიკაცია და მხარდაჭერა: მომხმარებლებთან და პარტნიორებთან მუდმივი ურთიერთობა, ოპერატიული ჩართულობა მიმდინარე პროცესებში.
- პრობლემების მოგვარება: მიწოდების სერვისის დროს წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და მათი დროული აღმოფხვრა სატელეფონო ზარების ან წერილობითი (ჩატის) გზით.
- მოთხოვნების ანალიზი: მომხმარებლების მოთხოვნებისა და საჭიროებების შესწავლა, ანალიზი და მათზე სწრაფი რეაგირება.
- პროგრამული უზრუნველყოფა და ფაილებში მუშაობა: კომპანიის შიდა საოპერაციო პროგრამაში და ფაილებში მუშაობა და მონაცემების ასახვა.
- ხარისხის კონტროლი: მიწოდების სერვისის ხარისხის კონტროლი, მომხმარებელთა კმაყოფილების პერიოდული შეფასების გზით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართული ენის გამართული ცოდნა (ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- MS Office-ის საბაზისო ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 1000 ლარი