ოთახების დიასახლისი — Clocks Hotel Tbilisi

Clocks Hotel Tbilisi — ლოგო
Clocks Hotel Tbilisi

ოთახების დიასახლისი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"CLOCKS HOTEL" აცხადებს ვაკანსიას ოთახების დიასახლისის პოზიციაზე.

"CLOCKS HOTEL Tbilisi" გახლავთ 65 ნომრიანი, 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ისტორიულ უბანში. სასტუმროში დანერგილია საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტები და პრაქტიკები, მათ შორის, შენობის გეგმარების, უსაფრთხოებისა და მენეჯმენტის ნაწილში. სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და გამორჩეულია განსაკუთრებული კონცეფციითა და დახვეწილი დიზაინით.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას, ბონუსებს;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მეგობრულ და გუნდურ გარემოს.

პოზიციის როლი და პასუხისმგებლობა:

  • სასტუმროს ნომრების დალაგება-დასუფთავება სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
  • თეთრეულისა და პირსახოცების გამოცვლა და აღრიცხვა;
  • აბაზანების დასუფთავება, აბაზანის ინვენტარის დალაგება-აღრიცხვა;
  • დიასახლისისთვის საჭირო ინვენტარის / ოთახის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
  • საწმენდი მოწყობილობა-დანადგარებისა და ხელსაწყო-იარაღების ძირითადი სახეობების სათანადო მოხმარება (მტვერსასრუტი, იატაკის საპრიალებელი, გენერალური წმენდის მანქანები და მოწყობილობები);
  • ნაგვის გატანა, ნაგვის დახარისხება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
  • მენეჯერის სხვადასხვა სახის დავალების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

ძირითადი მოთხოვნები და უნარები:

  • სასურველია მსგავს სფეროში გამოცდილება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • შრომისმოყვარეობა.

კომპანია არის სწრაფად მზარდი თანაბარი შესაძლებლობების დამსაქმებელი მართვის ევროპული სტანდარტებით. ჩვენი გუნდი არ ახდენს დისკრიმინაციას რასის, აღმსარებლობის, სქესის თუ ასაკის, სტატუსის თუ კუთვნილების, ან სხვა შეხედულების გამო.

თუ მზად ხართ სწრაფი პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის, მაშინ ჩვენი გუნდის ვაკანსიები არის შესაძლებლობა შემოგვიერთდეთ და განვითარდეთ ჩვენთან ერთად.

გისურვებთ წარმატებებს და ველით თქვენთან შეხვედრას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები "შპს ქლოქს მენეჯმენტმა" დაამუშაოს (შეინახოს, შეაგროვოს, დააჯგუფოს, წაშალოს) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 6 თვით.