ოსტატი / ყასაბი
„გუდვილი“ - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. „გუდვილი“ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.
„გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას ყასბის პოზიციაზე.
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
ფუქნცია-მოვალეობები:
- ხორცის დაჭრა და დამუშავება;
- ხორცის დახლზე განსათავსებლად გამზადება;
- პროდუქტის ხარისხის კონტროლი - ხორცის სიახლის, ფერის და ტექსტურის შემოწმება, მისი ვარგისიანობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში;
- ანაზღაურება: საათობრივი + ეფექტური საბონუსე სისტემა;
- ლოკაცია: დიღომი, საბურთალო;
- ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- გუდვილის ფასდაკლების ბარათს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;
- Fitpass ბარათს.
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
- ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში