სტომატოლოგიური კლინიკა დავინჩი
ორთოდონტის ასისტენტი
შეთანხმებით
ახალი
ადგილზე
სრული განაკვეთი
სტომატოლოგიური კლინიკა "დავინჩი" აცხადებს ვაკანსიას ორთოდონტის ასისტენტის პოზიციაზე.
მისამართი: თბილისი, საბურთალო
მოვალეობები:
- ორთოდონტის ასისტირება პაციენტების მიღებისა და მკურნალობის პროცესში;
- სამუშაო კაბინეტის მომზადება პაციენტის მიღებამდე და მოწესრიგება პროცედურის დასრულების შემდეგ;
- სტომატოლოგიური ინსტრუმენტებისა და მასალების მომზადება;
- პაციენტებთან პროფესიული და კეთილგანწყობილი კომუნიკაცია;
- ორთოდონტიული სამუშაო პროცესის ეფექტურად მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია სამედიცინო/სტომატოლოგიური განათლება ან შესაბამისი გამოცდილება;
- სასურველია კანდიდატი იყოს რეზიდენტი ან ახალდამთავრებული ჰქონდეს რეზიდენტურა;
- ორთოდონტის ან სტომატოლოგის ასისტენტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სწრაფი სწავლისა და განვითარების სურვილი;
- კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას (შეთანხმებით).