ოპტიკური ქსელის მომსახურების ინჟინერი
შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.
შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას ოპტიკური ქსელის მომსახურების ინჟინრის პოზიციაზე.
დასაქმების ადგილი - თბილისი
დაქვემდებარება - ოპტიკური ჯგუფების ტექნიკური მენეჯერი
ანაზღაურება - ფიქს. ხელფასი + ბონუსი (ხელზე ასაღები 1800-2100 ლარი)
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ-18:00 სთ (1 სთ შესვენება)
დამატებითი სარგებელი:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- FitPass (კორპ. პირობებით)
- ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით)
- კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება
დამატებითი მოთხოვნა - სასურველია, კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი (კომპანია უზრუნველყოფს საწვავის ხარჯის და ავტომობილის ცვეთის ანაზღაურებას);
ფუნქცია-მოვალეობები:
- ოპტიკური კაბელების მონტაჟი და გადადუღება/გადერთება საკომუნიკაციო კვანძებში.
- ოპტიკური სიგნალის დანიშნულების წერტილამდე მიყვანა.
- პასიური მოწყობილობების და კონექტორების დამონტაჟება.
- ოპტიკური შეერთებების რეფლექტოგრამის გადაღება და დაარქივება
- დაზიანებული ოპტიკური კაბელის იდენტიფიცირება და დაზიანების აღდგენა.
- მაგისტრალური ქსელის მშენებლობა და ოპტიკური კაბელების დამონტაჟება.
- საკომუნიკაციო კარადაში აპარატურის ინსტალაცია და ოპტიკური სიგნალების შემოწმება.
- ყოველდღიური ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან.
- ინფორმაციის გაცვლა კონტრაქტორ კომპანიებთან საჭიროების მიხედვით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველი უმაღლესი განათლება IT მიმართულებით
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მათ შორის სატელეკომუნიკაციო სფეროში
- კომპიუტერული ქსელების, ინტერნეტის და საკაბელო სისტემების მოწყობის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა
- ქართული ენის გამართულად ცოდნა
- რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
- სამუშაოსთან დაკავშირებული ინგლისური ტერმინოლოგიის ცოდნა.
უნარები/შესაძლებლობები:
- ტოპოგრაფიული რუკების კითხვის უნარი;
- დაგეგმვისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- მრავალპროფილიანი სამუშაოს შესრულების უნარი;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.
გისურვებთ წარმატებებს!