ოპერაციული სერვისების ხელმძღვანელი — დომუს სერვისი

დომუს სერვისი — ლოგო
დომუს სერვისი

ოპერაციული სერვისების ხელმძღვანელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Domus Service ეძებს ოპერაციული სერვისების ხელმძღვანელს, რომელიც უზრუნველყოფს საცხოვრებელი კომპლექსების ოპერაციების ეფექტიან მართვას, მაღალი ხარისხის მომსახურებასა და გუნდის წარმატებულ განვითარებას.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • საცხოვრებელი კომპლექსების სერვისების ეფექტიანი ოპერაციული მართვა;
  • დასუფთავების, დაცვის, ტექნიკური მომსახურებისა და გამწვანების პროცესების კოორდინაცია;
  • მობინადრეთა მოთხოვნებსა და საჭიროებებზე დროული რეაგირების უზრუნველყოფა;
  • სერვისებთან დაკავშირებული ბიუჯეტის, ხარჯებისა და ანგარიშგების მართვა;
  • პროცესების გაუმჯობესება და მომსახურების ხარისხის მუდმივი განვითარება;
  • მრავალფუნქციური გუნდის მართვა, განვითარება და მოტივაცია;
  • კომპანიის სტანდარტებისა და შიდა პროცედურების დანერგვა და დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ოპერაციების მართვის ან დაკავშირებული მიმართულებით);
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ მენეჯერულ პოზიციაზე;
  • მრავალფუნქციური გუნდის მართვის გამოცდილება;
  • ბიუჯეტირების, ოპერაციების მართვისა და პროცესების ოპტიმიზაციის პრაქტიკული გამოცდილება;
  • MS Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

ვეძებთ ადამიანს, რომელსაც აქვს:

  • ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
  • გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებისა და პრიორიტეტების მართვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • მომხმარებელზე და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
  • ცვლილებების მართვისა და პროცესების გაუმჯობესების გამოცდილება.

ვაკანსიის ვადა: 2026 წლის 15 ივლისი.