ოპერაციული მენეჯერი — New Wave Hotel Chain

New Wave Hotel Chain

ოპერაციული მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ჰაუსმაგი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმრო კომპლექსების ქსელი "New Wave Hotel Chain"-ის ოპერაციული მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის მმართველობაში არსებულ ობიექტებში ყველა საქმიან პროცესში ჩართულობა;
  • კომპანიის სერვისების განვითარებასა და ხარისხზე ზრუნვა, დაგეგმარება და გაუმჯობესების კონტროლი;
  • სტუმრების კმაყოფილების ზრდაზე ზრუნვა და შესაბამისი საჩივრების განხილვაში ჩართვა და საკითხის განხილვის შემდგომ შეფასებების ხელმძღვანელობისთვის გაზიარება;
  • კომპანიის შემოსავლის ზრდაზე ორიენტირებულობა, ხარჯების ოპტიმიზაცია და სწორად დაგეგმარებაში ჩართულობა;
  • კონკურენტების კვლევა და კონკურენტული უპირატესობების მოსაპოვებლად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
  • ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე, დაგეგმარებასა და ხარჯებზე მონიტორინგის განხორციელება;
  • თანამშრომლების მუშაობის პერიოდული ინსპექტირება და გაუმჯობესებაზე რეკომენდაციების გაცემა;
  • შესაბამის საქმიანობაზე წერილობითი რეპორტების წარმოება.
  • კომპანიის წარმატებული ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება, კომპანიის ბრენდის გაძლიერება და მისი ცნობადობის ზრდა;
  • დაქვემდებარებული პერსონალისა და მათი საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი და ხელმძღვანელობისთვის ანგარიშის წარდგენა;
  • პერსონალის მიერ შესრულებული ოპერაციების პროგრამული შემოწმება და დადასტურება;
  • კომპანიის გასული და მიმდინარე პერიოდების მუდმივი შედარება, ყველა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის გეგმის დასახვა და შესრულების მონიტორინგი;
  • ხელმძღვანელობასთან აქტიური კონტაქტი და შესაბამისი წესების, მომსახურების სტანდარტების თუ სიახლეების დანერგვაზე წინადადებების წარდგენა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე სასტუმროს სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება სასტუმროში;
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები;
  • სასტუმროს ყველა დეპარტამენტის სპეციფიკის ზედმიწევნით ცოდნა;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა და დეტალებზე ყურადღება;
  • გუნდური მუშაობის უნარი და კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღება;
  • უცხო ენა: ინგლისური (სხვა დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.
პროფესიული უნარ-ჩვევები:
  • სტაბილური და პროფესიული სამუშაო გარემო;
  • მეგობრული გუნდი და განვითარების შესაძლებლობა.
სამუშაო პირობები:
  • სრული განაკვეთი; შესვენება: 1სთ.
  • სამსახური უზრუნველყოფს სრულფასოვან კვებას და ღირსეულ სამუშაო პირობებს.
  • არ განიხილება მოვალეობების დისტანციური შესრულება.
  • სახელფასო ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე და საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.