ოპერაციების მენეჯერი
UG Lubricants აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების მენეჯერის (ბექ-ოფისი / გაყიდვების მხარდაჭერა) პოზიციაზე.
კომპანიის აღწერა:
UG Lubricants არის ქართული საწარმოო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია საავტომობილო და სამრეწველო სექტორისთვის განკუთვნილი საპოხი მასალების, ზეთებისა და ტექნიკური სითხეების წარმოებაში.
კომპანია ფლობს თანამედროვე საწარმოო ქარხანას, რომელიც მდებარეობს ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, და მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, მორგებულს სხვადასხვა ინდუსტრიის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია გრძელვადიანი და ურთიერთსასარგებლო პარტნიორული ურთიერთობების განვითარება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, რაც კომპანიის მდგრადი ზრდისა და წარმატების საფუძველს წარმოადგენს.
ფუნქცია-მოვალეობები
- გაყიდვების პროცესების ყოველდღიური ადმინისტრაციული და საოპერაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
- მომხმარებლების შეკვეთების მიღება, დამუშავება, შესრულების კოორდინაცია და მიწოდების პროცესის კონტროლი.
- კომერციული და სატრანსპორტო დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, ინვოისები, სპეციფიკაციები, შეფუთვის ფურცელი, ექსპორტთან დაკავშირებული დოკუმენტები და სხვა) მომზადება და ადმინისტრირება.
- მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან, ლოგისტიკურ კომპანიებთან და კომპანიის შიდა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა.
- ადგილობრივი და საერთაშორისო მიწოდების პროცესების მონიტორინგი, ვადების კონტროლი და მომხმარებლების დროული ინფორმირება.
- გაყიდვების, წარმოების, მარაგების, საწყობისა და ლოგისტიკის დეპარტამენტებს შორის ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
- ERP/CRM სისტემებში მონაცემების მართვა, ანგარიშებისა და ანალიტიკური რეპორტების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.
- გაყიდვებისა და საოპერაციო პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა, დოკუმენტბრუნვის მართვა და კომპანიის შიდა პროცედურების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სამუშაო გამოცდილება ექსპორტის გაყიდვების ან საერთაშორისო გაყიდვების მიმართულებით
- საერთაშორისო ვაჭრობისა და ექსპორტის დოკუმენტაციის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი
- შედეგზე ორიენტირებულობა და მიზანმიმართულობა
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, Word, ელ-ფოსტა)
- ERP/CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
ენების ცოდნა
- ქართული – აუცილებელია
- ინგლისური – აუცილებელია
- რუსული – ჩაითვლება უპირატესობად
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი (Full time)
სამუშაო გრაფიკი / ფორმატი
სრული – ოფისში მუშაობა (ქუთაისი)
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00
ანაზღაურება
კონკურენტული (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად) + ბონუსები ექსპორტის გაყიდვების შედეგების მიხედვით (გამჭვირვალე ბონუს სისტემა)
ბენეფიტები
- სამედიცინო დაზღვევა
- ბონუსების სისტემა
- პროფესიული განვითარება საერთაშორისო გაყიდვების მიმართულებით
- საერთაშორისო ბაზრებზე მუშაობის გამოცდილება
- სტაბილური საწარმოო კომპანია გრძელვადიანი განვითარების გეგმებით