ოპერატორი- საბურთალო, დიდი დიღომი — Inex Group

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
Inex Group — ლოგო
Inex Group

ოპერატორი- საბურთალო, დიდი დიღომი

შეთანხმებით იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

"ინექს გრუპი" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. "ინექს გრუპი" ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ადგილმდებარეობა: თბილისი - საბურთალო, დიდი დიღომი

სამუშაო საათები: 09:00-15:45, 15:45-22:30

სამუშაო აღწერილობა:

  • გზავნილების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა და მომხმარებლის უზრუნველყოფა შესაბამისი ინფორმაციით;
  • ამანათების მიღება და გაცემა;
  • კლიენტის ხარისხიანი მომსახურება.

მოთხოვნები:

  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კეთილგანწყობა, თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი.

ოპერატორის პოზიციაზე განიხილებიან სტუდენტებიც.

ჩვენ მოგიძებნით სხვის ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა სხვის ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.