ოპერატორი- ბათუმი
ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი;
სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ;
ანაზღაურება: 100 (NET) დღიურად+ბრუნვის %; 3 დღე მუშაობა-3 დღე დასვენება. კვირა-დასვენების დღე;
ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საოპერაციო პროცესების მართვა;
- ტრანზაქციების ეფექტურად და უსაფრთხოდ დამუშავების უზრუნველყოფა;
- უსაფრთხოება და გამართული მუშაობა;
- კომპანიის ოფისში ურთიერთგადაცვლის ოპერაციის წარმოება.
ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შეინარჩუნოს თანამშრომლებს შორის ჯანსაღი და კოლეგიალური კომუნიკაცია;
- იმოქმედოს კომპანიის შინაგანაწესის, პოლიტიკისა და უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად;
- აწარმოოს ეფექტური და დროული კომუნიკაცია ყველა შესაბამის დეპარტამენტთან;
- მუდმივად შეინარჩუნოს მოწესრიგებული, პროფესიული იერი;
- დაიცვას კომპანიისა წესები, რეგულაციები და ეთიკის კოდექსი;
- სამუშაო აღწერილობა აღწერს ფუნქცია-მოვალეობებს, რომლებიც მისი შემუშავების მომენტში შეესაბამება პოზიციის მიზანს. ისინი შეიძლება შეიცვალოს სფეროს განვითარების, ახალი სტანდარტებისა და მიმართულებების დანერგვის, კომპანიის მიზნების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
- დეტალებისადმი ყურადღება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის მენეჯმენტის უნარი.