ოპერატორი
კომპანია "ჯეო დეკორ"ი აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის (მომსახურების სფეროში) პოზიციაზე.
პოზიცია განკუთვნილია ადამიანისთვის ვისაც სურს ტექნიკურ სფეროში განვითარება და პროფესიული ზრდა.
განაკვეთი: 40 საათიანი სამუშაო კვირა 10:00-18:00, შესვენება 1 სთ.
ანაზღაურება: სტაჟირების პერიოდში 1300₾ (სტაჟირება მოიცავს 1 თვეს) ერთი თვის შემდეგ 1750₾, + დაზღვევა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- ტექნიკური აზროვნება
- კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო ცოდნა MS Office (Word, Excel)
- სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირება
- პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
- მსგავს პოზიციაზე გამოცდილება სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი
მოვალეობები:
- ზომების მიღება / კარნახის მოსმენა ტექნიკური პერსონალისგან
- მიღებული მონაცემების გადატანა განშლის პროგრამაში
- დეტალების განშლის მომზადება წარმოებისთვის
- მონაცემების სიზუსტის კონტროლი
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
- ტრენინგს სამუშაო პროცესში
- კარიერული ზრდის პერსპექტივას
მისამართი: ეველინა თავაძის N12ზ
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა