ოპერატორი — Aegean Blue

Aegean Blue

ოპერატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Aegean Blue" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია — შემომავალ სატელეფონო ზარებზე, Messenger-სა და სხვა სოციალურ პლატფორმებზე შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
  • Amadeus-ის სისტემაში მუშაობა — ჯავშნების შექმნა და მართვა, ავიაბილეთების გამოწერა, თარიღის ცვლილება, ბილეთის გადაცვლა (Reissue), თანხის დაბრუნება (Refund) და სხვა ძირითადი ოპერაციების შესრულება;
  • მომხმარებლებისთვის ავიაბილეთებთან, ჯავშნებთან და ფრენებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება;
  • ყოველდღიური სამუშაო რეპორტების, რეესტრებისა და Excel-ის ცხრილების წარმოება და მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა — აუცილებელია;
  • კომპიუტერთან და Microsoft Excel-თან მუშაობის უნარი;
  • მომხმარებელთან კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • Amadeus-ის ცოდნა და სისტემაში მუშაობის გამოცდილება პრიორიტეტი.