ოპერატორი — ფაინ თრი ტერმინალი

ფაინ თრი ტერმინალი

ოპერატორი

₾1400 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ფაინ თრი ტერმინალი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

მოვალეობები:
  • პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება: მიღებული ინვოისების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა დოკუმენტების სისტემატიზაცია და პროგრამული ასახვა.
  • საბანკო და სალარო ოპერაციები: საბანკო ამონაწერების ყოველდღიური გატარება, ნაღდი ფულის მოძრაობის აღრიცხვა და ნაშთების კონტროლი.
  • ხარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვა: კომპანიის საოპერაციო ხარჯებისა და რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების ზუსტი ასახვა პროგრამაში.
  • ანგარიშების მოწესრიგება: ბუღალტრული ანგარიშების დაზუსტება და "თვის დახურვის" პროცესში მონაწილეობა.
  • RS.GE პორტალთან მუშაობა: ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების მართვა.
  • საგადასახადო დეკლარაციები: დეკლარირების პროცესში მონაწილეობა და საჭირო ინფორმაციის მომზადება (საშემოსავლო, დღგ და ა.შ.)
  • საწყობიდან გასაწერი პროდუქციის დოკუმენტაციის გაფორმება და პროგრამაში ასახვა.
  • ახალი კონტრაგენტების დარეგისტრირება.
  • დოკუმენტაციის კორექტირება, დავალიანებების დოკუმენტაციის კონტრაგენტებისთვის მიწოდება.
  • ნაშთების მონიტორინგი.
  • დღის მანძილზე განხორციელებული ოპერაციების დოკუმენტების შედარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება: უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი) ბუღალტერიის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით.
  • პროგრამული ცოდნა:
    • ORIS-ში მუშაობის გამოცდილება.
    • აუცილებელია 1C-ის და WMC პროგრამების ცოდნა და გამოცდილება.
    • MS Excel-ის კარგ დონეზე ცოდნა.
    • RS.GE-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
  • კანონმდებლობა: საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბაზისო ცოდნა.

სამუშაო განაკვეთი: სრული 9:00-18:00 სთ; შაბათი-კვირა და უქმე დღეები დასვენება;

ხელფასი: 1000-1400 ლარი (ნეტი) (კვალიფიკაციის მიხედვით)

მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ, კლინიკა "ვივამედი"-ს მიმდებარე ტერიტორია.