ოპერატორი — Yans

Yans — ლოგო
Yans

ოპერატორი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ვეძებთ ოპერატორს კომპანია "იანსის" ქოლ-ცენტრისთვის.

პასუხისმგებლობა:

  • მომხმარებლის სატელეფონო ზარებზე პასუხი;
  • კლიენტებისგან შეკვეთების მიღება ონლაინ ან შოურუმში;
  • პროდუქციის ასორტიმენტის, ფასების, მიწოდების პირობების შესახებ ინფორმაციის ცოდნა და მომხმარებლისთვის მიწოდება;
  • კლიენტებთან დაკავშირებისას ამომწურავი და სასიამოვნო კომუნიკაცია;
  • თვალყურის დევნება და პასუხი ვებსაიტზე და სოციალური მედიის გვერდებზე მიღებულ შეკვეთებსა და შეტყობინებებზე;
  • საჭიროების შემთხვევაში (კვირაში 1 დღე) ზედნადებების ატვირთვა.

სავალდებულო მოთხოვნები:

  • ქართული ენის თავისუფლად ფლობა;
  • რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • კომუნიკაციისა და კომპიუტერის გამოყენების უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კლიენტებთან კეთილგანწყობით და მოთმინებით კომუნიკაციის უნარი;
  • სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო საათები: 9:00 საათიდან 18:00 საათამდე;
  • სამუშაო დღეები: კვირაში 6 დღე;
  • ხელფასი: 1500 ლარი თვეში.