ოპერატორი
სადისტრიბუციო კომპანია "VG" საქართველოში 2010 წლიდან მოღვაწეობს და ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებიდან საკონდიტრო და საკვები პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოში.
შპს "ვიჯი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, ზღვის უბანი, ავქსენტ ისააკიანის ქუჩა #1
განრიგი: 07:00-16:00 ან 12:00-21:00 (ცვლები)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საგადასახადო პორტალზე პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების გააქტიურება და კორექტირება
- პროგრამაში სისტემური ფასდაკლებების ჩასმა
- შეკვეთების დაჯგუფება, ლოკაციების მიხედვით განაწილება და ავტომანქანის დატვირთვისთვის გამზადება
- ტრანსპორტთან და საწყობთან კოორდინებული მუშაობა
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება
- აუცილებელია R.S.GE მუშაობის გამოცდილება მინ. 6 თვე
- საოფისე პროგრამების ცოდნა
აუცილებელი უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- პუნქტუალურობა
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "ვიჯიმ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 3 თვის განმავლობაში. კომპანიამ შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.