ოპერატორ-დისპეჩერი
გადამზიდი კომპანია "ბარამი ლოჯისტიკსი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორ-დისპეჩერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, მ. წინამძღვრიშვილის 158
ანაზღაურება: 1000 ლარი ფიქსირებული + ბონუსი (500 ლარიდან)
გრაფიკი: 12 საათიანი ცვლა, კვირაში 3 დღე, დღის და ღამის ცვლები მონაცვლეობით
ძირითადი მოვალეობები:
- ადგილზე მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება/დახმარება
- მომხმარებლისგან შემოსული შეკვეთების დამუშავება და ასისტენტირება.
- ტვირთების და ამანათების გადაზიდვის პროცესის კონტროლი
- შემომავალი და გამავალი ზარების განხორციელება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, რუსული ჩაითვლება უპირატესობად.
- ლოგიკური აზროვნება
- დროის მენეჯმენტი
- გუნდური მუშაობის უნარი
გამოცდილების გარეშე, კანდიდატები გადამზადებას ადგილზე გაივლიან.