ოპერატიული კოორდინატორის ასისტენტი- ბათუმი — კომპანია

კომპანია

ოპერატიული კოორდინატორის ასისტენტი- ბათუმი

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოპერატიული კოორდინატორის ასისტენტის თანამდებობაზე ბათუმში.

მოვალეობები:

  • ინსპექციებისა და სერვეიერების (Surveyor) ანალიტიკური ანგარიშების შედეგების საფუძველზე სერტიფიკატების, ანგარიშებისა და თანმხლები დოკუმენტაციის მომზადება, გაფორმება და გაცემა;
  • მონაცემების სისწორისა და სრულყოფილების შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში სერვეიერებთან, ოპერატიულ განყოფილებასთან და ბუღალტერიასთან ურთიერთობა;
  • შესრულებული სამუშაოების არქივის წარმოება, სისტემატიზაცია და კონტროლი როგორც ელექტრონული, ისე ბეჭდური ფორმით, კომპანიის შიდა სტანდარტების შესაბამისად;
  • საქმიანი მიმოწერა და ურთიერთობა კომპანიის კლიენტებთან, პარტნიორებთან და კონტრაქტორებთან (ძირითადად ინგლისურ ენაზე);
  • დოკუმენტების ორიგინალებისა და კორესპონდენციის საკურიერო მომსახურებებით გაგზავნის ორგანიზება და მიწოდების ვადების კონტროლი;
  • სამსახურებრივი წერილების, შეტყობინებების, ცნობებისა და სხვა სამუშაო დოკუმენტაციის მომზადება;
  • ოპერატიული კოორდინატორისა და განყოფილების ხელმძღვანელის მხარდაჭერა;
  • ხელმძღვანელობის სხვა ადმინისტრაციული და საორგანიზაციო დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე (ზეპირი და წერილობითი);
  • Microsoft Office-ის (Word, Excel, Outlook) პროგრამების კარგი ცოდნა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლიანობა, ფინანსურ და საანგარიშგებო დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი;
  • გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარები;
  • საქმიანი ურთიერთობისა და ოფიციალური მიმოწერის გამოცდილება;
  • ერთდროულად რამდენიმე დავალების ეფექტურად მართვისა და დადგენილი ვადების დაცვის უნარი.

პირობები:

  • ხელფასი: 2000 ლარი (ანაზღაურების საბოლოო ოდენობა განისაზღვრება გასაუბრების შედეგების მიხედვით);
  • სამუშაო ოფისში;
  • კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების რეალური შესაძლებლობა საერთაშორისო სერვეიერო კომპანიაში.