ონლაინ თრექინგი
აშშ-ს ბაზარზე მომუშავე გადამზიდი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ონლაინ თრექინგის პოზიციაზე (დისტანციური).
ჩვენი კომპანია ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი და ჩაერთვება ყოველდღიურ ოპერაციებში.
თუ ხართ ორგანიზებული, სწრაფად აზროვნებთ და გსურთ სტაბილურ და მზარდ კომპანიაში მუშაობა — შემოგვიერთდით.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: დისტანციური
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
- სამუშაო საათები: 15:00 - 23:00 (16:00 - 00:00)
- სამუშაო დღეები: კვირაში 5 სამუშაო დღე (მიმდინარე ეტაპზე განიხილება შაბათი/კვირა დღეს მუშაობა)
მოვალეობები:
- სატვირთო მანქანის მძღოლებისთვის დახმარების გაწევა, პირდაპირი კომუნიკაცია, მოძრაობის ორგანიზება/ზედამხედველობა
- გადაზიდვის სრული პროცესის გამართული და ეფექტური მიმდინარეობის ხელშეწყობა
- ბროკერთან კომუნიკაცია როგორც წერილობით, ასევე სატელეფონო ზარების საშუალებით
- დოკუმენტაციის მომზადება
- ტრანსპორტირებისთვის საჭირო დოკუმენტაციის კონტროლი (სისტემაში ასახვა)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, MS Outlook, PDF editor)
პიროვნული თვისებები და უნარები:
- კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება
სასურველია: აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.