ონლაინ თამაშის წამყვანი — AMBER STUDIOS

AMBER STUDIOS — ლოგო
AMBER STUDIOS

ონლაინ თამაშის წამყვანი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ჩვენ ვეძებთ პოზიტიურ და მოტივირებულ თანამშრომლებს, მეგობრულ და თანამედროვე სტუდიაში, თბილისში! AMBER STUDIOS - სწრაფად განვითარებადი კომპანიაა 8 წლიანი გამოცდილებით, რომელიც უზრუნველყოფს სათამაშო პლატფორმების მქონე კლიენტების ტექნიკურ მხარდაჭერასა და თანამშრომლებისათვის სხვადასხვა ონლაინ თამაშების წარდგენის შესწავლას. ჩვენი სტუდიები მდებარეობს ლატვიაში , ლიეტუაში ,კოლუმბიაში, საქართველოსა და პოლონეთში, და ჩვენ ვაგრძელებთ მსოფლიო მასშტაბით გაფართოებას!

AMBER STUDIOS ეძებს ახალ თანამშრომლებს თავის საერთაშორისო გუნდში! გახდე ონლაინ თამაშის წამყვანი ადვილია- შეავსე განაცხადი საიტზე და მოდი ტრენინგზე, რომელსაც ჩვენ დავაფინანსებთ, იმიტომ რომ ვაფასებთ თქვენს დროს!

ეს არის საინტერესო და იოლი სამუშაო, სადაც მთავარია წაიყვანოთ თამაში კამერის წინ, განთავსებული ინსტრუქციის მიხედვით. მთავარი ჩვენი მოთხოვნებია - ღიმილი და ყურადღება.

ეს იდეალური სამსახურია თქვენთვის? მაშინ ჩვენ შემოგთავაზებთ:

  • გრაფიკი: მოქნილს, ამოირჩიე თავად - როდის და რამდენი გსურს იმუშაო.
  • სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევას, FITPASS-ს, თანამედროვე და მყუდრო საოფისე სივრცეს ყავით, ხილით და სნექებით.
  • ანაზღაურება: საათობრივ 9 ლარიდან, გადაანაწილე საკუთარი დრო და ბიუჯეტი თავად.
  • სამუშაო პირობები: დასაქმდი ოფიციალური წესების დაცვით (რათა თავი იგრძნო დაცულად).
  • ბონუსები: მოტივაციას აგიმაღლებთ საბონუსე პროგრამით (რომ გაიგო როგორ გაზარდო საკუთარი შემოსავალი).
  • კარიერა: კარიერული წინსვლა ჩვენს საერთაშორისო კომპანიაში (იმ შემთხვევაში თუ მიხვდებით, რომ უფრო მეტი გსურთ).

უპირატესობები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
  • კარიერული განვითარების ქოუჩინგი