ონლაინ თამაშების რისკებისა და ფროდ. მონიტორინგის სპეციალისტი — iGaming Company

iGaming Company

ონლაინ თამაშების რისკებისა და ფროდ. მონიტორინგის სპეციალისტი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

საერთაშორისო "Igaming" კომპანია აცხადებს ვაკანსიას ონლაინ თამაშების რისკებისა და ფროდის მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (3 დღე მუშაობა, 3 დღე დასვენება)

სამუშაო საათები: 16:00 - 23:00 / 23:00 - 08:00 / 08:00-16:00

ანაზღაურება: 1000 ლარი

უშუალო ხელმძღვანელი: ცვლის გუნდის ლიდერი (Team Leader), დეპარტამენტის უფროსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის მომხმარებელთა აქტივობების ონლაინ მონიტორინგი;
  • საეჭვო აქტივობებისა და დარღვევების დროული იდენტიფიცირება;
  • გამოვლენილი დარღვევების შესახებ შესაბამისი რეპორტების (ანგარიშების) მომზადება;
  • კომპანიის შინაგანაწესის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულებების ზუსტი დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • ინგლისური ენის ცოდნა (სასაუბრო და წერითი);
  • საოფისე პროგრამების (MS Office: Word, Excel) სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი ყურადღება;
  • სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
  • განვითარებული კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარების ტრენინგებს;
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

შერჩევის ეტაპები:

  • შემოსული რეზიუმეების (CV) გადარჩევა;
  • გასაუბრება;
  • ტესტირება (ზოგადი უნარები და ინგლისური ენა);
  • სამუშაო სპეციფიკის შესასწავლი ტრენინგი.