ონლაინ შესყიდვების თანამშრომელი- ბათუმი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ონლაინ შესყიდვების თანამშრომლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა - ბათუმი
დასაქმების ფორმა: ჰიბრიდული (საოფისე და დისტანციური მუშაობის კომბინაცია);
სამუშაო დღეები - ორშაბათი - პარასკევი
სამუშაო საათები - 06:00 - 15:00
ანაზღაურება - შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
- წინასწარ განსაზღვრული პროდუქციის მოძიება სხვადასხვა ონლაინ პლატფორმასა და მომწოდებელთან;
- სხვადასხვა გამყიდველისა და მომწოდებლის შეთავაზებების მოძიება და ანალიზი;
- ფასების, მიწოდების ვადებისა და სხვა კომერციული პირობების შედარება;
- საუკეთესო შეთავაზების შერჩევა კომპანიის მოთხოვნებისა და კრიტერიუმების შესაბამისად;
- მომწოდებლებთან კომუნიკაცია და საჭირო ინფორმაციის დაზუსტება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საოფისე პროგრამების (MS Office - Word, Excel, …) ცოდნა;
- ელექტრონულ ფოსტასთან (E-mail) ეფექტურად მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე (წერითი და ზეპირი კომუნიკაციისთვის);
დამატებითი მოთხოვნები:
- ხართ მიზანდასახული და ინიციატორი;
- ხართ დისციპლინირებული და პუნქტუალური:
- შეგიძლიათ თითოეულ ადამიანს მიუდგეთ ინდივიდუალურად;
- ფლობთ საოფისე და კომპიუტერულ პროგრამებს ან შეგიძლიათ მარტივად აითვისოთ.
ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებებს!