ონლაინ შეკვეთების შემგროვებელი/ფიქერი — აგროჰაბი

აგროჰაბი — ლოგო
აგროჰაბი

ონლაინ შეკვეთების შემგროვებელი/ფიქერი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - აგროჰაბი 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.

"აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ შეკვეთების შემგროვებლის (ფიქერი) პოზიციაზე.

გთავაზობთ:

  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
  • კომფორტული და პოზიტიური სამუშაო გარემო;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
  • ანაზღაურება 850 ლარიდან +ბონუსი 500 ლარამდე;
  • სწავლის დაფინანსება წლიურად 1000 ლარის ოდენობით;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვებაზე ფასდაკლება;
  • ღამის საათებში მეტრომდე ტრანსპორტირება.

ძირითადი მოვალეობები:

  • ონლაინ მიღებული შეკვეთების შეგროვება;
  • შეკვეთების დროული ჩაბარება;
  • პროდუქციის ხარისხის კონტროლი შეგროვების პროცესში;
  • გუნდთან თანამშრომლობა.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს!

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო:

ინფორმაცია - შპს "აგროჰაბი"

საკონტაქტო ინფორმაცია: 032 244 07 07

მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;

სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ; მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "აგროჰაბის" ადამიანური რესურსების მართვის სამსახური; მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა; კანდიდატის შერჩევის მიმდინარე პროცესთან დაკავშირებული მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში CV დამატებით შეიძლება შენახულ იქნეს 1 (ერთი) წლის ვადით სამომავლო ვაკანსიებზე განხილვის მიზნით.

ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -

  • მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
  • მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
  • წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
  • მონაცემთა გადატანის უფლება;
  • ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
  • თანხმობის გამოხმობის უფლება;
  • გასაჩივრების უფლება.

შპს "აგროჰაბი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

კანდიდატის შერჩევის მიმდინარე პროცესთან დაკავშირებული მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში CV დამატებით შეიძლება შენახულ იქნეს 1 (ერთი) წლის ვადით სამომავლო ვაკანსიებზე განხილვის მიზნით.