ონლაინ შეკვეთების შემგროვებელი
კომპანია და მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" 2009 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით 210-მდე ფილიალით და 1500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოუდგენელი. კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება დღიდან დაარსებისა მთავარი ღირებულებაა.
"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან თავისა და სახლის მოვლის საშუალებებსა და პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტული ფასი, გამორჩეულად საინტერესო აქციები და მომსახურება.
ამჟამად, მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ შეკვეთების შემგროვებლის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ქსნის ქუჩა 36
გრაფიკი: კვირაში 5 დღე (09:00-18:00)
ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 1000 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- ონლაინ მაღაზიაში შემოსული შეკვეთების აგროვება/მომზადება;
- მომზადებული შეკვეთის მისამართზე გაშვება;
- მომხმარებლებთან შეკვეთის დეტალებთან დაკავშირებით კომუნიკაცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია საოფისე პროგრამების (Excel) ცოდნა;
დამატებითი უნარები:
- პასუხისმგებლობიანი;
- ორგანიზებული;
- პუნქტუალური;
- დეტალებზე ორიენტირებული:
ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას.