ონლაინ შეკვეთების მენეჯერი
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.goodwill.ge
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ შეკვეთების მენეჯერის პოზიციაზე ელექტრონული კომერციის სამსახურში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ელექტრონულად შემოსული შეკვეთების მიღება და დამუშავება;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაო გრაფიკების შედგენა;
- შემოსული შეკვეთების თანაბრად გადანაწილება დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე;
- მომხმარებელთან კომუნიკაცია საჭიროების შემთხვევაში;
- კურიერებისთვის შეგროვებული პროდუქციის გადაცემა, შეკვეთების სისწორის შემოწმება.
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშობის გამოცდილება;
- გუნდის მართვის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
- უცხო ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში (1/1 დღეგამოშვებით)
- ლოკაცია: ბათუმი;
- ანაზღაურება: საათობრივი + ეფექტური საბონუსე სისტემა;
- ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ;
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- გუდვილის ფასდაკლების ბარათს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;
- Fitpass ბარათს.
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
- ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში