ონლაინ მაღაზიის საწყობის მენეჯერი — სუფთა სახლი

სუფთა სახლი — ლოგო
სუფთა სახლი

ონლაინ მაღაზიის საწყობის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია და მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" 2009 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით 210-მდე ფილიალით და 1500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი. კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება დღიდან დაარსებისა მთავარი ღირებულებაა.

"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან თავისა და სახლის მოვლის საშუალებებსა და პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტული ფასი, გამორჩეულად საინტერესო აქციები და მომსახურება.

ამჟამად, მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ მაღაზიის საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა 36

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 -18:00)

ანაზღაურება: შეთანხმებით (განისაზღვრება გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საწყობის მარაგების კონტროლი და დროული შევსება, მოთხოვნისა და გაყიდვების ანალიზზე დაყრდნობით;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, შესასრულებელი სამუშაოს დელეგირება;
  • პროდუქციის შეკვეთის განხორციელება და მიღების პროცესის მონიტორინგი/პროგრამული ასახვა;
  • პროდუქციის დაბრუნებასთან დაკავშირებული პროცესების მართვა;
  • საჭიროებიდან გამომდინარე მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
  • საწყობში პროდუქციის მერჩენდაიზინგის კონტროლი;
  • საწყობის შიდა პროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტურობის ამაღლებისთვის საჭირო ცვლილებების ინიცირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე საწყობში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • გუნდის მართვის უნარი;
  • ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • სტრატეგიული ხედვა;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
  • მზარდი შრომითი ანაზღაურება;
  • კომფორტული სამუშაო გარემო.

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სს "სუფთა სახლი"ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც