On-job ტრენერი — ნოვა

ნოვა — ლოგო
ნოვა

On-job ტრენერი

შეთანხმებით თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” ( www.NOVA.ge ) აცხადებს ვაკანსიას “On-job ტრენერის” პოზიციაზე ქ. თბილისში. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: · ახალი თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილზე პრაქტიკული და თეოირული სწავლების პროცესის წარმართვა. · კომპანიის პროდუქტების სპეციფიკის, ტექნიკური მახასიათებლებისა და მომსახურების/გაყიდვების სტანდარტების პრაქტიკული სწავლება. · გაყიდვების ტექნიკების პრაქტიკაში ჩვენება, დანერგვა და უკუკავშირი. · ახალი თანამშრომლების მხარდაჭერა პირველ სამუშაო დღეებსა და კვირებში (Onboarding). · თანამშრომლებისთვის მუდმივი და კონსტრუქციული უკუკავშირის (Feedback) მიწოდება. · სასწავლო პროცესში მყოფი თანამშრომლების პროგრესის მონიტორინგი და შეფასება. · ფილიალებში ცოდნის საჭიროების დადგენა და შესაბამისი რეაგირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: · ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის, ადამიანური რესურსების მართვის ან მომიჯნავე მიმართულებით). · მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება ტრენინგების ჩატარების, მენტორინგის ან ქოუჩინგის მიმართულებით. · სასურველია გაყიდვების სფეროში პრაქტიკული გამოცდილება, რომელშიც ტარდება ტრენინგი (მაგ.: გაყიდვების მიმართულებით მუშაობისა და წარმატებული გაყიდვების გამოცდილება).

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ