ოკუპაციური თერაპევტი — კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება

კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება

ოკუპაციური თერაპევტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურსს ოკუპაციური თერაპევტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბავშვთან და მათ ოჯახთან ოკუპაციურ თერაპევტად მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • მუშაობის პროცესში ბავშვის უნარებისა და საჭიროებების გათვალისწინება;
  • ბავშვის/მოზარდის ადაპტაციური ფუნქციონირების ან/და სენსორული პროფილის შეფასება;
  • საჭიროებების განსაზღვრა;
  • წლიური გეგმის შესაბამისად სენსორული თერაპიის სეანსების ჩატარება;
  • მუშაობის ინდივიდუალური განრიგის შედგენა და მართვა;
  • შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა სპეციალური ფორმით;
  • სამუშაო გარემოს მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ოკუპაციური თერაპიის, ფიზიკური თერაპიის, ენისა და მეტყველების თერაპიის ან ფსიქოლოგიის დისციპლინის მაგისტრი/ბაკალავრი;
  • სენსორულ თერაპევტად მუშაობის გამოცდილება;
  • სენსორული თერაპიის სპეციალური ტრენინგის ან სტაჟიორის გავლის დამადასტურებელი საბუთი;
  • სენსორული პროფილის შეფასების ინსტრუმენტის ან კითხვარის ფლობა.
პიროვნული უნარები:
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი, თანადგომისა და ემპათიის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის, ნდობის მოპოვების, მოსმენის, გაგების და ურთიერთობის დამყარების უნარი;
  • მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
  • თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • წერითი და ვერბალური კომუნიკაციის საუკეთესო უნარი.
შერჩევის კრიტერიუმები:
  • საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
  • სამუშაო გამოცდილება;
  • მოტივაცია;
  • პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა.

შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:

  • ელფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა - შერჩევა.
  • გასაუბრება.

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2026 წლის 30 სექტემბერი

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების პირველი გაერთიანება საქართველოში, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს. ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა, ასევე მათი ოჯახების უფლებების დაცვა, შშმ ბავშვთა/პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ