ოფისის ოპერაციების მენეჯერი — Ilaria

Ilaria — ლოგო
Ilaria

ოფისის ოპერაციების მენეჯერი

₾1600 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

კომპანია "ILARIA" ეძებს ოფისის ოპერაციების მენეჯერს პარტნიორი კომპანიისთვის:

სამუშაო ფორმატი: სრული, On-site

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი

სამუშაო საათები: 10:00 - 19:00

ანაზღაურება: 1600 ლარი

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საოფისე პროცესების ეფექტიანად ორგანიზება, მართვა და უწყვეტი გაუმჯობესება;
  • კომპანიის შიდა რეგულაციებისა და პროცედურების შესრულების მონიტორინგი;
  • შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა და ადმინისტრირება;
  • ხელშეკრულებების, განაცხადების და სხვა ადმინისტრაციული დოკუმენტაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და არქივირება;
  • შეხვედრებისა და ღონისძიებების ორგანიზება და კოორდინაცია;
  • მენეჯმენტის სამუშაო კალენდრისა და შეხვედრების გრაფიკის მართვა;
  • საოფისე მარაგების, ინვენტარისა და საჭირო რესურსების შესყიდვის პროცესის კოორდინაცია;
  • ადმინისტრაციული ხარჯების მონიტორინგი და ბიუჯეტის ეფექტიანი მართვის ხელშეწყობა;
  • საოფისე ტექნიკისა და ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • ტექნიკური მომსახურებისა და სარემონტო სამუშაოების კოორდინაცია შესაბამის მომწოდებლებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

  • ადმინისტრაციულ ან საოფისე მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
  • ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • საოფისე პროგრამების (MS Office, Google Workspace) ეფექტიანად გამოყენების გამოცდილება;
  • რამდენიმე დავალების ერთდროულად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პროაქტიული მიდგომა.

აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ოფისის ოპერაციების მენეჯერი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგის" (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისთვის.

გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.

თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელფოსტაზე:

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ