ოფისის მენეჯერი/ადმინისტრატორი — სამშენებლო კომპანია

სამშენებლო კომპანია

ოფისის მენეჯერი/ადმინისტრატორი

₾2500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო კომპანია, რომელიც სპეციალიზდება ალუმინის კარ-ფანჯრებისა და შემინვის სისტემების დამზადებასა და მონტაჟში, ეძებს მოტივირებულ და ორგანიზებულ ოფისის მენეჯერს/ადმინისტრატორს, რომელიც გახდება კომპანიის ადმინისტრაციული პროცესების ეფექტური მართვის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ძირითადი მოვალეობები:

  • შემოსულ სატელეფონო ზარებზე სწრაფი და თავაზიანი პასუხი, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და გადამისამართება;
  • კომპანიის Facebook-ისა და საიტის გვერდებზე გამოგზავნილ მესიჯებზე პასუხი, მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
  • ელექტრონული მიმოწერის წარმოება ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან (Gmail, Outlook);
  • დოკუმენტაციის მოწესრიგება და დაარქივება (ოფისური ფაილები, ხელშეკრულებები, განაცხადები და სხვა);
  • მოთხოვნის შესაბამისად კომერციული წინადადებების მომზადება, ინვოისების გაგზავნა, გადარიცხვების მონიტორინგი;
  • საოფისე პროგრამებში მუშაობა (Word, Excel, Google Docs/Sheets);
  • ოფისის ყოველდღიური პროცესების მართვა და თანამშრომლებთან კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (სამშენებლო ან ტექნიკური პროფილის კომპანიაში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად);
  • საოფისე პროგრამების (Microsoft Word, Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • Gmail-ის, Google Drive-ის, Facebook-ისა და მობილური აპლიკაციების გამოყენების უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა წერითი კომუნიკაციის დონეზე (მინიმუმ B1);
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • კარგი კომუნიკაციისა და გუნდთან მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-17:30

სრული სამუშაო დღე (შესაძლებელია მცირე მოქნილობა შეთანხმებით).

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაშლიჯვარი, პ. სარაჯიშვილის ქუჩა #13

ანაზღაურება:

  • ანაზღაურება: 2000-2500 ლარი (დამოკიდებულია გამოცდილებაზე), პლუს ბონუსები და პრემიები;
  • კომპანიაში გათვალისწინებულია მუშაობის სტაბილურობა, მეგობრული გარემო და სამომავლოდ კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

დამატებითი ინფორმაცია: ვაკანსია განკუთვნილია 2 პოზიციაზე.