ოფისის მენეჯერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00 საათამდე, შაბათი 10:00-17:00 საათამდე
ძირითადი მოვალეობები:
- ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია;
- სამუშაო პროცესის მონიტორინგი;
- მომხმარებლების ზარებისა და შეტყობინებების მიღება და შესაბამისი რეაგირება;
- დოკუმენტაციის წარმოება და არქივირება;
- საჭიროების შემთხვევაში პრობლემური შემთხვევების ოპერატიულად გადაჭრა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საოფისე პროგრამების (Microsoft Office) ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარები;
- ორგანიზებულობა და მრავალ დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას.