მოდერნ ლაინი
ოფისის მენეჯერი
შეთანხმებით
ახალი
ადგილზე
სრული განაკვეთი
მოდერნ ლაინი აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამშენებლო ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია
- პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, დამუშავება და არქივაცია
- ხელშეკრულებების, აქტების, ნებართვებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტების მოწესრიგება
- შემოსული/გამავალი კორესპონდენციის მართვა (წერილები, ელფოსტა, სატელეფონო ზარები)
- შეხვედრების დაგეგმვა პროექტის მენეჯერებთან, კონტრაქტორებთან და დამკვეთებთან
- მშენებლობის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა შესაბამის პირებთან
- ოფისის ინვენტარისა და სამშენებლო ობიექტებისთვის საჭირო საოფისე მასალების კონტროლი
- ვიზიტორებისა და პარტნიორების მიღება
- ხელმძღვანელის დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია სამშენებლო, ტექნიკური ან ბიზნესის მიმართულებით)
- სამშენებლო ან ტექნიკურ სფეროში საოფისე ადმინისტრირების გამოცდილება (სასურველია)
- დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება (ხელშეკრულებები, ტექნიკური ფაილები, აქტები)
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Outlook)
- სამშენებლო ტერმინოლოგიის საბაზისო ცოდნა
- უცხო ენის ცოდნა (ინგლისური - საკომუნიკაციო დონეზე)
უნარ-ჩვევები:
- მაღალი ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- დროის ეფექტური მართვის უნარი
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი