ოფისის მენეჯერი — მარშე

მარშე — ლოგო
მარშე

ოფისის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მარშე საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვებითი პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა.

დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს: ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას.

"მარშე" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი (ჭავჭავაძის გამზირი, 9)

სამუშაო გრაფიკი: სრული

პოზიციის აღწერა:

ოფის მენეჯერი პასუხისმგებელია ოფისის ადმინისტრაციული პროცესების ეფექტიან მართვაზე, საოფისე ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებაზე და შიდა კომუნიკაციის მხარდაჭერაზე. აღნიშნული პოზიცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზაციული პროცესების ოპტიმიზაციასა და სამუშაო გარემოს სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ოფისის ადმინისტრაციული პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
  • შიდა და გარე კომუნიკაციის კოორდინაცია;
  • დოკუმენტბრუნვის მართვა და შესაბამისი არქივაციის უზრუნველყოფა;
  • შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება და ლოგისტიკური მხარდაჭერა;
  • საოფისე რესურსების მართვა და უწყვეტობის უზრუნველყოფა;
  • მომწოდებლებთან ურთიერთობის ადმინისტრირება;
  • ვიზიტორთა მიღებისა და მომსახურების ორგანიზება;
  • შიდა ადმინისტრაციული პროცედურების გაუმჯობესებაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მომიჯნავე სფეროში);
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2-წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) პრაქტიკული ცოდნა;
  • საქმიანი კომუნიკაციის მაღალი კულტურა (ზეპირი და წერილობითი);
  • ორგანიზაციული და დროის მართვის განვითარებული უნარები.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ