ოფისის მენეჯერი — კაპიტალ სქვერი

კაპიტალ სქვერი

ოფისის მენეჯერი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "კაპიტალ სქვერი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00

მდებარეობა: თბილისი; მერაბ ალექსიძის ქუჩა N9

ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1500 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

  • დოკუმენტების ამობეჭდვა, სკანირება, კოპირება და გადამისამართება შესაბამის პასუხისმგებელ პირთან
  • შემომავალი კორესპონდენციის (ფოსტა, კურიერი, ელ. ფოსტა) პირველადი დამუშავება და განაწილება
  • ოფისისთვის საჭირო ინვენტარის, საკანცელარიო და საოფისე მასალების აღრიცხვა და ინფორმაციის მიწოდება შესყიდვებზე
  • სტუმრების პროფესიულად მიღება, ოფისში ორიენტაცია და შესაბამის პირთან/ოთახთან გადამისამართება
  • სტუმრების გამასპინძლება (ყავა, ჩაი, წყალი, ტკბილეული)
  • შემომავალი ზარების და მოთხოვნების პირველადი დამუშავება და გადამისამართება
  • დიასახლისთან (დამლაგებელთან) კოორდინაცია - ხარისხის კონტროლი და გადაუდებელ საკითხებზე რეაგირება
  • ოფისთან დაკავშირებული პრობლემების (ტექნიკური, სანიტარული, ლოჯისტიკური) პირველადი დაფიქსირება და შესაბამისი პირისთვის გადაცემა.

თქვენგან ველით:

  • გქონდეთ უმაღლესი განათლება
  • იცოდეთ საბაზისოდ Microsoft Office
  • ქართული ენა სრულყოფილად; ინგლისური - B2
  • იყოთ მოწესრიგებული და კეთილგანწყობილი
  • გქონდეთ გამართული კომუნიკაციის უნარი

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ