ოფისის მენეჯერი — სქაიტელი

სქაიტელი — ლოგო
სქაიტელი

ოფისის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

დასაქმების ადგილი: თბილისი, სანზონა - გურამიშვილის 23ა

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ -18:00 სთ

დაქვემდებარება: აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი.

დამატებითი სარგებელი:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება
  • კორპორატიული ნომერი
  • FitPass

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • ვიზიტორების მიღება, შემოსულ ზარებსა და წერილებზე პასუხის გაცემა, საჭიროებისამებრ გადამისამართება;
  • საოფისე მარაგების, ინვენტარისა და საჭირო რესურსების კონტროლი;
  • მომწოდებლებთან და სერვისის პროვაიდერებთან კომუნიკაცია;
  • შეხვედრების, მივლინებებისა და შიდა საორგანიზაციო საკითხების კოორდინაცია;
  • კორესპონდენციის, დოკუმენტაციისა და ადმინისტრაციული პორტალების მართვა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
  • უშუალო ხელმძღვანელთან პერიოდული რეპორტინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ქართული ენის გამართულად ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • MS Excel-ის საბაზისო/საშუალო დონეზე ცოდნა

უნარები/შესაძლებლობები:

  • ეფექტური კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობისა და მოლაპარაკების უნარი.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.