ოფისის კოორდინატორი / ადმინისტრაციული ასისტენტი — Walnut Valley

Walnut Valley

ოფისის კოორდინატორი / ადმინისტრაციული ასისტენტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

Walnut Valley აცხადებს ვაკანსიას ოფისის კოორდინატორი/ ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

Walnut Valley არის კაკლის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2015 წლიდან.

კომპანია ეძებს ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს საოფისე და ადმინისტრაციული პროცესების ეფექტურ კოორდინაციას და ყოველდღიურ მხარდაჭერას გაუწევს კომპანიის ხელმძღვანელს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის ხელმძღვანელის ყოველდღიური სამუშაო პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია
  • შეხვედრების ორგანიზება და კალენდრის მართვა
  • ოფიციალური დოკუმენტაციისა და საქმიანი კორესპონდენციის მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე
  • პარტნიორებთან და გარე ორგანიზაციებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოება
  • ელექტრონული ფოსტისა და სატელეფონო კომუნიკაციის მართვა
  • საოფისე ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება და მხარდაჭერა
  • დოკუმენტბრუნვის მართვა და არქივის მოწესრიგება
  • ხელმძღვანელის მიმდინარე დავალებების დროული და ხარისხიანი შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • ადმინისტრაციულ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • MS Office პროგრამების კარგი ცოდნა (Word, Excel, PowerPoint, Outlook)
  • Google Workspace-ის ცოდნა
  • ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა, როგორც წერილობით, ისე ზეპირად

პიროვნული უნარები:

  • ორგანიზებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დროის ეფექტური მართვის უნარი
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
  • ძლიერი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • მრავალამოცანიან გარემოში მუშაობის უნარი
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30 - 18:30
  • ადგილმდებარეობა: თბილისი
  • ანაზღაურება: შეთანხმებით