ოფისის ადმინისტრატორი/მიმღები — კომპანია

კომპანია

ოფისის ადმინისტრატორი/მიმღები

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ახლად გახსნილი, თანამედროვე კოვორკინგ (Co-working) სივრცე ვაშლიჯვარში ეძებს ენერგიულ, მოტივირებულ და ორგანიზებულ ოფისის ადმინისტრატორს.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაშლიჯვარი, მ. მაჭავარიანის ქუჩა

სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი (შაბათ-კვირა დასვენება)

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 სთ

ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები) + ზრდის პერსპექტივით

ძირითადი მოვალეობები:

  • სივრცეში მოსული სტუმრებისა და წევრების მიღება, სათანადო ინფორმაციის მიწოდება და გზამკვლევობა;
  • შემოსავალ/გასავალი ზარებისა და ელექტრონული ფოსტის მართვა;
  • საოფისე დოკუმენტაციის მოწესრიგება და კორესპონდენციის მიღება-გაგზავნა;
  • სივრცეში წესრიგისა და კომფორტული გარემოს კონტროლი;
  • საოფისე მარაგების მონიტორინგი და შევსება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ელემენტარულ დონეზე ცოდნა (MS Office, ინტერნეტი);
  • რომელიმე უცხო ენის (ინგლისური ან რუსული) ელემენტარულ, სასაუბრო დონეზე ფლობა (სტუმრებთან კომუნიკაციისთვის);
  • გამართული და დახვეწილი მეტყველება;
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მზარდ ანაზღაურებას (საწყისი 1500 ლარი ხელზე);
  • კომფორტულ, თანამედროვე და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.