ოფის მენეჯერი-პირადი დამხმარე- ბათუმი — როგანტინი

როგანტინი

ოფის მენეჯერი-პირადი დამხმარე- ბათუმი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

როგანტინი აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის-პირადი დამხმარეს პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი

სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00, შაბათს 10:00 - 14:00)

ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

  • ოფისის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია, ორგანიზება და ადმინისტრაციული მხარდაჭერა.
  • შემოსული და გასული კორესპონდენციის (წერილები, ელ-ფოსტა) მართვა და შესაბამის პირებზე გადამისამართება.
  • სტუმრების მიღება და მათი გადამისამართება კომპეტენტურ თანამშრომლებთან.
  • საოფისე მასალების, საკანცელარიო ნივთებისა და სხვა საჭირო პროდუქტების მარაგების კონტროლი და შესყიდვების ორგანიზება.
  • შეხვედრების, თათბირებისა და კორპორაციული ღონისძიებების დაგეგმვისა და მომზადების ხელშეწყობა.
  • სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება ხელმძღვანელობის მითითებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ოფის მენეჯერის, ასისტენტის ან მსგავს ადმინისტრაციულ პოზიციაზე.
  • ქართული და ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • შესანიშნავი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.
  • რამდენიმე საქმის ერთდროულად ეფექტურად მართვის უნარი (Multi-tasking).
  • გუნდური მუშაობის უნარი და თავაზიანობა.
  • პრობლემების სწრაფად და დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი.

რას გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოსა და მეგობრულ კოლექტივს.
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.