ოფის-მენეჯერი/ადმინისტრატორი — Dyson

Dyson — ლოგო
Dyson

ოფის-მენეჯერი/ადმინისტრატორი

₾1600 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Dyson Caucasus-ი წარმოადგენს ინოვაციურ ქართულ კომპანიას რომლის მიზანია შეცვალოს ქვეყნის მასშტაბით საყოფაცხოვრებო ტექნიკის მოხმარების მოძველებული კულტურა და დაამკვიდროს თანამედროვე ტექნოლოგიები.

ამ ეტაპისთვის კომპანიის სწრაფი ზრდის ტემპებიდან გამომდინარე გვაქვს საჭიროება ახალი ოფისისათვის ოფის-მენეჯერი/ადმინისტრატორის პოზიციაზე.

აღნიშნულ კადრს სრულად დაატრენინგებს ჩვენი გუნდი, ხოლო პრეტენდენტისგან მოითხოვება ექსელის საბაზისო ცოდნა, მკაფიო კომუნიკაციისა და ორგანიზებულობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი

საათები - 10:00-19:00

ანაზღაურება: 1300-1600 ლარი

ლოკაცია: თბილისი, დიღომი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება
  • დოკუმენტაციის მოწესრიგება და არქივირება
  • კომპანიის სატელეფონო ზარების მიღება
  • ოფისის საჭირო რესურსების (საკანცელარიო ნივთები და სხვ.) კონტროლი და მენეჯმენტი
  • ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა დავალების შესრულება
  • თანამშრომლების ადმინისტრაციული მხარდაჭერა.

აუცილებელი უნარები:

  • ორგანიზებულობა
  • სავალდებულოა - MS EXCEL/WORD საბაზისო დონეზე ცოდნა
  • მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა

გთავაზობთ:

  • იყო მონაწილე ინდუსტრიაში ყველაზე სწრაფად მზარდი ორგანიზაციის ყოველდღიური პროცესების
  • მრავალწლიანი გამოცდილების გუნდთან ურთიერთობის შესაძლებლობას
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს.