ოფის მენეჯერი
" მეგატექნიკა " უკვე 30 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ბაზარზე. "მეგატექნიკას" ქსელი 20-მდე ფილიალს, 100-მდე პარტნიორ მაღაზიასა და ტექნიკის ონლაინ მაღაზიას მოიცავს, რომლის საშუალებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ტექნიკა, სახლიდან გაუსვლელად, მთელი საქართველოს მასშტაბით. "მეგატექნიკა" ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია არაერთი მსხვილი ბრენდის, ისეთი როგორიცაა Samsung, Apple, LG, Hisense, Simfer, Electrolux, AEG, Philips, Delonghi და სხვა. "მეგატექნიკაში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ოფის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზირი N140 სამუშაო განაკვეთი: სრული ვებგვერდი: http://www.megatechnica.ge ფუნქცია-მოვალეობები: ** შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა-ადმინისტრირება; ** კომპანიის ოფიციალურ ელ-ფოსტასა და სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა/შესაბამისი რეაგირება; საჭიროების შემთხვევაში შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება; ** სოციალური მედიის მეშვეობით მომხმარებლებთან კომუნიკაცია (ინბოქსი/კომენტარები); ** ოფისში დაგეგმილი შეხვედრების, პრეზენტაციების, გასაუბრებების ადმინისტრაციული მხარდაჭერა; ** ოფისის სტუმრების მიღება, შესაბამის პირებთან გადამისამართება; ** საოფისე მარაგების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში მარაგების შევსება. დამატებითი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია; ** საყოფაცხოვრებო ტექნიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** დეტალების მიმართ ორიენტირებულობაა; ** სასურველია უცხო ენების ცოდნა; ** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა; ** გუნდური მუშაობის უნარი.